გიორგი კვირიკაშვილი - მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს

მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

”მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. მე ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი დარჩებიან საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს არჩევანი საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე უბანზე გააკეთა. მთავრობის მეთაური საარჩევნო უბანზე მეუღლესა და შვილებთან ერთად მივიდა.