10 მილიონ დოლარად გაყიდული სურათი რეპროდუქცია აღმოჩნდა

2011 წელს აუქციონზე 10,7 მილიონ დოლარად გაყიდული ჰოლანდიელი ფერმწერის ფრანს ჰალსის გაყიდული ტილო რეპროდუქცია აღმოჩნდა.

„სოტბის“ საუქციონე სახლის განცხადებით, გარიგება უკვე ანულირებულია და მყიდველს თანხა უკან დაუბრუნდა.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჰალსის „უცნობის პორტრეტი“ რეპროდუქციაა. ანალიზისას დადგინდა, რომ სურათის შესრულებისას გამოყენებული იყო თანამედროვე საღებავები, რაც იმის დამადასტურებელია, რომ სურათი XVII საუკუნეში ვერ იქნებოდა შესრულებული“, - ნათქვამია „სოტბის“ განცხადებაში.