ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს  ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, 70 წლის ბაი ენპაის 37 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

სასამართლოს განცხადებით, ენპაიმ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და წლების განმავლობაში ქრთამს იღებდა.

„მის მიერ აღებული ქრთამის ოდენობა ძალზედ დიდია, რამაც სერიოზული სოციალური დანაკარგი მიაყენა ადამიანებს“, - განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ.