15-16 ოქტომბერს „თბილისობა” გაიმართება

წელს ”თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიამ იმ ღონისძიებათა გრაფიკი გაასაჯაროვა, რომელიც დედაქალაქში 2 დღის განმავლობაში გაიმართება.

15 ოქტომბერს 12:00 საათიდან - 19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე, რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ორკესტრი, მევიოლინე ბავშვები, სიმებიანი კვარტეტი, ფლეიტების კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი ’’სფორცანდო’’, თბილისის გოგონათა გუნდი, მუსიკალური პროგრამა ’’გვიდირიჟორე’’, ორკესტრი „Georgian Brass", 12:00 - 19:00 საათზე, რიყის პარკში, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება - საბავშვო ქალაქი - მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი, რაინდების ბრძოლა, სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად, კულინარია - დეგუსტაცია, მასტერკლასები.

12:00 - 00:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე მოეწყობა ინსტალაცია „ხვალ“.

12:00 - 15:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე DJ ნაკაშიძე წარსდგება მსმენელის წინაშე. ასევე 15:00 - 17:00 საათზე გაიმართება ჰიპ-ჰოპ ლაივი, ხოლო 16:00 - 17:00 საათზე გამოფენა Error images „ახალი ტფილისი“.

15:00 - 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალაქებთან - ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა.

16:00 - 17:00 საათზე, ვაკის პარკში „შუმბა ლენდის" გახსნა, ხოლო 17:00 - 18:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია თბილისი'' არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება.

”ახალ ტფილისში 17:00 - 19:00 საათზე მაქს მაჩაიძის ლაივი გაიმართება.

19:00 - 01:00 საათამდე ევროპის მოედანზე ახალგაზრდული კონცერტები გაიმართება, სადაც ჯგუფი „რეგიონი", ჯგუფი „ფრანი" და ჯგუფი „LoudSpeakers" მიიღებენ მონაწილეობას.

19:00 - 21:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი - ჯგუფი „Young Georgian Lolitas" .

19:30 - 21:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის თბილისი 2016" გაიმართება.

20:00 - 22:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო - „წვიმა".

21:00 - 22:00 საათამდე ილიას ბაღში 2016 წლის „საპატიო თბილისელების" დაჯილდოვება გაიმართება. 21:00 - 00:00 DJ გიო შენგელია „ახალი ტფილისი“

რაც შეეხება 16 ოქტომბერს, ასევე რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, 12:00 საათიდან - 19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 - 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 - 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე მეტეხის ხიდზე რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი.

12:00 - 19:00 ”ახალ ტფილისში” ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად. ასევე მოეწყობა კულინარია-დეგუსტაცია, და ჩატარდება მასტერკლასები.

12:00 - 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი'', ანსამბლი „თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება", ანსამბლი „თბილისური კვარტეტი" , ჯგუფი „გიო + " ახალი პროექტით, ჯგუფი „The Jetbird" და ჯგუფი „Goofyland".

15:30 - 17:00 საათამდე ”ახალ ტფილისში” თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის" კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე - გამოფენა Error images.

18:00 - 19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016" - ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 - 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოვება გაიმართება.

19:00 - 20:30 ”ახალ ტფილისში” „თხრობა მუსიკით“ - დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00 - 20:30 საათზე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება.

21:00 - 22:00 ”ახალ ტფილისში” „თბილისური ეზო" გაიმართება, ხოლო 21:00 - 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი - „ჩემო თბილისქალაქო" ჩატარდება.

23:00 - 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე DJ GACHA იზრუნებს „ახალ ტფილისში“.