როგორ აისახება ქართული ღვინის ექსპორტზე რუსეთში აქციზის გადასახადის გაზრდა?

რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადის გაორმაგება იგეგმება. ინიციატივით ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას უკვე მიმართა. პროექტის თანახმად, იმპორტირებული ყურძნის ღვინის აქციზი 1 ლიტრზე 9-დან 18 რუბლამდე იზრდება. ადგილობრივ რუსულ ბრენდებზე დაცული გეოგრაფიული სახელებით კი 5-დან 10 რუბლამდე. რუსეთის ბაზარს ქართული კომპანიების რეალიზაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებითაც, საქართველოდან ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში რუსეთი ლიდერობს. ქართული ღვინის კომპანიებში აღნიშნავენ, რომ აქციზის გადასახადის გაზრდა, განხორციელების შემთხვევაში, მათზე აისახება, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს.

როგორც ცნობილია, რუსეთში აქციზის გაზრდა შეეხება თითქმის ყველა სახის ღვინოს. სავარაუდოდ, გამონაკლისი მხოლოდ ცქრიალა და ხილის ღვინოები იქნება. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 32 421 418 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. აქედან 17 მილიონზე მეტი რუსეთის ბაზარზე გავიდა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე