რამდენია ვლადიმერ პუტინის ხელფასი

რამდენია ვლადიმერ პუტინის წლიური ანაზღაურება?

2015 წელს ანაზღაურების სახით ვლადიმერ პუტინმა - 134 034$, 2014 წელს კი დაახლოებით 115 000$ მიიღო. ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე განთავსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ვლადიმერ პუტინის ხელფასი თვეში 280 000 რუბლიდან (4 474$) 250 000 რუბლამდე (3 995$) შემცირდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი 4 ავტომობილს: "ნივას," ორ ГАЗ М21-სა და ერთ მისაბმელიან ავტომობილ Скиф-ს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულებაც 8 891 777 რუბლია.

ამასთან, კრემლის ლიდერის საკუთრებაში ერთი მიწის ნაკვეთი და ორი ბინაა.

The Moscow Times-ის მიერ მომზადებულ სტატიაში კი აღნიშნულია, რომ პუტინი არაოფიციალურად, მილიარდების მფლობელია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჟურნალ Forbes-ს რუსეთის პირველი პირი მილიარდერთა სიაში არასდროს შეუყვანია, რადგან მის მიერ აღნიშნული თანხების ფლობა ოფიციალურად არ დასტურდება.

წყარო ALLNEWS