თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრი დაცემა გამოიწვია მოლოდინმა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა განაკვეთს გაზრდის.

გამოცემის ცნობით, თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0,8 %-ით დაეცა. ვალუტაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა თურქეთის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შესახებაც. ამ მონაცემების თანახმად, შემცირებულია თურქეთის მშპ-ს ზრდის ტემპი, საბიუჯეტო დეფიციტი კი იზრდება.

ბოლოს, თურქულმა ლირამ მკვეთრი დაცემა მიმდინარე წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააფიქსირა. წლის დასაწყისიდან, თურქული ლირა 6,2%-ით გაუფასურდა.