ალექსანდრე ჯეჯელავა - ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია განვითარდეს, ყველაზე კარგი ინვესტიციაა

ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია განვითარდეს, ეს არის ყველაზე კარგი ინვესტიცია , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობა 11-დან 20-მდე გაიზარდა.

ჯეჯელავას განცხადებით, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ძლიერი პარტიები, რომლებსაც ექნებათ რეალური პოლიტიკური დღის წესრიგი და შეძლებენ, რომ შემდეგ არჩევნებში ქართველ ამომრჩევლებს შესთავაზონ არა კინკლაობა და დაპირისპირება, არამედ საქმიანი პროგრამები და დაპირებები.

”ამ მხრივ, რაც უფრო მეტი და კარგი პარტია ინსტიტუციურად გაძლიერდება და ჩამოყალიბდება, მით უკეთესი იქნება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.