მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოების ათეულს.

10) Screaming Eagle Cab

1992 წლის ჩამოსხმა, ფასი 300$ - თანამედროვე მსოფლიოში

ამ ღვინომ  ყველა რეკორდი მოხსნა, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოდ ითვლება. ძირითადად, აუქციონებზე  საქველმოქმედო მიზნით იყიდებოდა.  Nappa Valley 2000-ის აუქციონზე "სისკო სისტემსის" მფლობელმა ჩარლზ ბეილიმ 4 ლიტრში 500 000$ გადაიხადა.

9)შატო მუტონ როშტილდი 1982 წლის  - ბორდოს ღვინო  1997 წელს საფრანგეთში, კრისტის აუქციონზე 50 ყუთი 420 000$-ად (700$ ერთი ბოთლი) გაიყიდა.

8)Screaming Eagle - კალიფორნიული ღვინო, 1994 წელს ლოს ანჯელესის აუქციონზე სამი ბოთლი (თითოს ფასი 3 833$) გაიყიდა.

7)Roman-e-Conti, DRC 1990 წელი - ბურგუნდიული წითელი ღვინო საფრანგეთიდან. ნიუ-იორკში Zachy’s აუქციონზე 6 ბოთლი გაიყიდა, რომლის ფასი 5 800$ იყო. 

6)Le Montrachet -

1978 წელი, ბურგუნდიული ღვინო, საფრანგეთი. Sotheby’s -ის აუქციონზე 7 ბოთლი გაიყიდა, თითოს ფასი 23 929$-ს შეადგინა.

5)Romane-Conti, DRC - 1990 წელი. 8 ბოთლი გაიყიდა 224 900$-ად (28 112$ - ბოთლი) ლონდონში, აუქციონ Sotheby’s-ზე.

4)ხერესი მასნადრის კოლექციიდან - ესპანეთი - 1775 წლის ჩამოსხმა. ლონდონის აუქციონზე 2001 წელს ერთი ბოთლი 43 500$-ად გაიყიდა.

3)Chateau d’Yquem 1784 წლის, ბორდო საფრანგეთი -  1986 წელს კრისტის აუქციონზე 56 588$-ად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ბოთლზე თომას ჯეფერსონის ავტოგრაფი იყო დატოვებული.

2)შატო მუტონ როშტილდი, 1945 წლის ჩამოსხმა - იგი  მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ ითვლება. 1997 წელს კრისტის აუქციონზე  114 614$ -ად გაიყიდა.

1)Chateau Lafite 1787 წლის ჩამოსხმა, საფრანგეთი - ჯერჯერობით ყველაზე ძვირი ღვინო მსოფლიოში, 1985 წელს კრისტის აუქციონზე  160 000$-ად გაიყიდა.