ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დღევანდელი დილის ვაჭრობის შედეგად, 19 ცენტით გაიაფდა აშშ-ის ნედლი ნავთობი და ბარელზე 50,16 დოლარი შეადგინა.

11 ცენტით, ბარელზე 51,84 დოლარამდე დაეცა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასიც.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობის ფასის ვარდნაზე გავლენა იქონია აშშ-ში ნავთობჭაბურღილების ზრდამ, ასევე დოლარის გამყარებამ ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ.