„ცენტრ პოინტის“ საქმის მოსამართლემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე მოსამართლემ მისი აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, დაცვის მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები უსაფუძვლო იყო, რომელიც არანაირ მტკიცებულებას არ ეყრდნობოდა.

მისივე განმარტებით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ მისთვის საქმის დაწერა მოხდა საქმეთა განაწილების წესის დარღვევით.

როგორც ვახტანგ მრელაშვილმა აღნიშნა, თუკი ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, ის თავად აიცილებდა საქმეს და სხვა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებსაც მიმართავდა, ვინაიდან ეს სერიოზული კანონდარღვევა იქნებოდა.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა სახელმწიფო ბრალდებაც. როგორც პროკურორებმა აღნიშნეს, გურამ რჩეულიშვილის ადვოკატის, ქეთევან ჩომახაშვილის მიერ შუამდგომლობში დაფიქსირებული ეჭვი საქმეთა განაწილების წესის დარღვევასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის, არამედ მთლიანად თბილისის საქალაქო სასამართლოს შეურაცხყოფაა.