დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს საბანკო ანგარიშები დაბლოკეს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო არხის Russia Today-ს საბანკო ანგარიშები დაბლოკეს.

ინფორმაციას ამის შესახებ არხის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ავრცელებს.

„დიდ ბრიტანეთში ჩვენი ყველა ანგარიში დახურეს. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გაუმარჯოს სიტყვის თავისუფლებას!“, - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა „ტვიტერზე“.

უკრაინასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტების არაობიექტურად გაშუქების გამო რამდენიმე ხნის წინ Russia Today-ს Ofcom-მა სანქციები დაუწესა.