ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ17 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.