რა შენიშვნებია უმუშევრობის დათვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით

მომავალი წლიდან საქსტატი უმუშევრობის სტატისტიკას კვარტალურად გამოაქვეყნებს. ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის რამდენით გაიზრდება კვლევებისთვის საჭირო ბიუჯეტი, თუმცა ცნობილია, რომ 3400-ის ნაცვლად უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის დადგენისათვის მინიმუმ ორჯერ მეტი ადამიანის გამოკითხვა იგეგმება.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის 12%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი ვერ ასახავს რეალობას და საქსტატის მეთოდოლოგია დასახვეწია. როგორც საქართველოს სტატისტკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მასში ცვლილების შეტანა არ იგეგმება. მათივე განმარტებით, მეთოდოლოგიის გადახედვის საჭიროება არ არსებობს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე