Telegraph ბრიტანულ ავიაკომპანიებს საქართველოში ავიარეისების განხორციელებას ურჩევს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი ურჩევს ბრიტანულ ავიაკომპანიებს, საქართველოში ავიარეისები დაუყონებლივ დაიწყონ.

გამოცემა  მსოფლიოს 17 საოცარ ადგილს ასახელებს, სადაც ბრიტანულ ავიაკომპანიებს ფრენები ჯერ არ დაუწყია.

Telegraph Travel-ის კვლევის თანახმად, ევროპაში 4 დედაქალაქია, სადაც დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი რეისები არ ხორციელდება. მათ შორის სახელდებიან თბილისი და ერევანი.

Telegraph Travel-ი ქალაქის აღწერისას აღნიშნავს, რომ თბილისში ბავშვობა გაატარა ცნობილმა მომღერალმა ქეთი მელუამ.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სიაში თბილისთან ერთად მოხვდნენ ბერნი (შვეიცარია), დრეზდენი (გერმანია), სარაევო (ბოსნია ჰერცოგოვინა), ტრაპანი (სიცილია), ტრომსო (ნორვეგია), დაკარი (სენეგალი), მაპუტო (მოზამბიკი) და სხვა.