თბილისი განათლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

„განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი 2016“ დედაქალაქში 23 ოქტომბერს გაიმართება.

გამოფენა ეწყობა მათთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებითა თუ სხვადასხვა სასწავლო პროგრამით არის დაინტერესებული.

დაინტერესებულ პირებს გამოფენის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევათ, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ყველა კითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საერთაშორისო ორგანიზაციები (ამერიკული საბჭოები, ბრიტანეთის საბჭო, ESN, AIESEC, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა.), რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებებს წარმოადგენენ.

გამოფენა, რომლის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge,

სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში გაიმართება.