„თეგეტა მოტორსს“ ავტომფლობელებისთვის ახალი შეთავაზებები აქვს

„თეგეტა მოტორსს “ ავტომფლობელებისთვის ზამთრისთვის ახალი შეთავაზებები აქვს.როგორც ”თეგეტა მოტორსი” იუწყება, კომპანიაში შესაძლებელია შეძენა: საბურავების 49 ლარიდან, აკუმულატორების 77 ლარიდან, ძრავის ზეთები და ფილტრების 5 ლარიდან, სამუხრუჭე ხუნდების 26 ლარიდან, ამორტიზატორების 44 ლარიდან, წინა მაშუქის ნათურების 4 ლარიდან, მინის მწმენდების 8 ლარიდან, ანტიფრიზის 7 ლარიდან და ამასთანავე, 10%-მდე გარანტირებული თანხის უკან დაბრუნება.

მათივე ინფორმაციით, აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

ასევე, „თეგეტა ქარდზე“ დარიცხული ქულების განაღდება შესაძლებელია 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 1-ლი იანვრიდან ქულები განულდება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ქოლცენტრთან დაკავშირებით: 226 44 44.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.რთულებით.