ქუთაისში ექსპრეს-ლაბორატორიით გარემოს დაბინძურების მონიტორინგი განხორციელდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტის ფარგლებში, ქუთაისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგი განახორციელა. სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ. პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ქუთაისის მერი შოთა მუღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ჟურნალისტებმა სპეციალისტების დახმარებით, ადგილზე ატმოსფერული ჰაერის, ხმაურისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივება ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში განსაზღვრეს. აღსანიშნავია, რომ ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით.