ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე სასტუმროების ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

მიმდინარე წელს ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში ვიზიტორთა ჯამური რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა და 295 ათასს მიაღწია.

Colliers International Georgia-ს კვლევის თანახმად, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 228 000 იყო. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბაკურიანსა და გუდაურში 53%-იანი და 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების უდიდესი ნაწილი (92%) დასვენებისა და სარეკრეაციო მიზნების კატეგორიას მიეკუთვნება, 6% - სხვა მიზნებით ჩამოსულ სტუმრებს, საქმიანი ვიზიტორები კი 2%-ს შეადგენს.

„კოლიერსის“ სასტუმროების ბაზრის კვლევის მიხედვით, ზაფხულის კურორტებზე სასტუმროში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. Colliers International Georgia-ს ინფორმაციით, ვიზიტორების ყველაზე დიდი წილი (89%) დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით სტუმრობს სასტუმროებს, საქმიანი ვიზიტითა და სხვა მიზნებისთვის კი სტუმრების 7% და 4%.

საქართველოს ძირითადი ზაფხულის კურორტები შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, მათ შორისაა ქობულეთი, ჩაქვი, გონიო, კვარიათი, სარფი, ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი და ანაკლია. კვლევის თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში 125 განთავსების საშუალებაა წარმოდგენილი. ზაფხულის კურორტების სასტუმროების ბაზარზე ადგილობრივი დაბალბიუჯეტიანი/ეკონომკლასი იკავებს საერთო მიწოდების 82%-ს, ხოლო ადგილობრივი მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროები მხოლოდ 18%-ს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე