აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან  524.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსურსათის პროდუქცია გავიდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11.5%-ით მეტია.

მთლიანი ექსპორტის ზრდა ძირითადად განაპირობა ისეთი პროდუქტის ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა, როგორებიცაა: სპირტიანი სასმელები - ექსპორტმა 68.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 33.7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტმა 29.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 80.0%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; ღვინო - ექსპორტმა 83.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 13.1%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; თევზის ფქვილი - ექსპორტმა 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 2.3-ჯერ (133.0%) აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 18%-ით, რაც ძირითადად გამოიწვია პომიდვრის ექსპორტის გაზრდამ. მიმდინარე წელს პომიდვრის ექსპორტმა 1.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, როდესაც 2015 წელს მხოლოდ 95 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტი დაფიქსირდა 87 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ხოლო, 2015 წლის იმავე პერიოდში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გატანა სულ 76 ქვეყანაში განხორციელდა.