თელავის მერიამ ცხრაასწლოვანი ჭადრის ხის მკურნალობა დაიწყო

თელავის მერიამ ცხრაასწლოვანი ჭადრის ხის მკურნალობა დაიწყო. თელავის პარტნიორ ქალაქ ბიბერახიდან ხის მომვლელი დეტლეფ კოხი სპეციალურად რვასაუკუნოვანი ხისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩამოვიდა.

მისი თქმით, დიდი პატივია ასეთი უძველესი ისტორიის მატარებელ ხესთან მუშაობა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ ასი წელი გაძლოს და ის სახე შეუნარჩუნდეს, რომელიც დღესდღეობით აქვს.

თელავის სავიზიტო ბარათად ქცეული ცხრაასწლოვანი ჭადრის მკურნალობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ხემ ხმობა დაიწყო. სამკურნალო სამუშაოების დაწყებამდე კი მას რამდენიმე გამოკვლევა ჩაუტარდა და გერმანულ მხარესთან ერთად მკურნალობის სპეციალური პროგრამა დაიწერა.