თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე შესაძლოა მატარებელი დაინიშნოს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე შესაძლოა, თბილისიდან მატარებელი დაინიშნოს.

”საქართველოს რკინიგზის” ცნობით, ამ ეტაპზე იდეა განიხილება და პროექტის მიზანშეწონილობა დგინდება.

"საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის:

”მიმდინარეობს პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, ამის შემდეგ გადაწყდება, განხორციელდება თუ არა ეს პროექტი და როგორ განხორციელდება. შემდგომი ნაბიჯები ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. ვფიქრობთ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება”, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასულ მგზავრებს, აეროპორტამდე მისასვლელად დღემდე დამატებითი ტრანსპორტი სჭირდებათ.