წელს ხმელთაშუა ზღვაში 4 000-მდე მიგრანტი და ლტოლვილი დაიღუპა

წელს ხმელთაშუა ზღვაში თითქმის 4 000 მიგრანტი და ლტოლვილი დაიღუპა , - ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისარიატის პრესმდივანმა, უილიამ სპინდლერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წელს ხმელთაშუა ზღვით ევროპაში დაახლოებით 328 ათასი მიგრანტი ჩავიდა, აქედან 3 740 მათგანი გზაში დაიღუპა.

გაერო-ს კომისარიატში აცხადებენ, რომ მაღალი მსხვერპლიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტრაბანდისტების ქმედებებია, რომლებიც მიგრანტების ევროპაში ჩასაყვანად უსაფრთხოების არანაირ ზომას არ იცავენ.