"ტოიოტა" ხარვეზის გამო მსოფლიოს მასშტაბით 5,8 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია "ტოიოტა" მსოფლიოს მასშტაბით 5.8 მილიონ მანქანას გაიწვევს უკან.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამის მიზეზი "ტაკატას" აირბეგებთან დაკავშირებული  პოტენციური წუნია.

გაწვევა შეეხება "ტოიოტა კოროლას" და "იარისის" კომპაქტურ მოდელებს, რომლებიც ჩინეთში, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში გაიყიდა. წუნის მქონე მანქანები 2006 წლის აპრილიდან 2014 წლის დეკემბრამდეა გამოშვებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 1.47 მილიონ აირბაგს გამოითხოვენ ევროპაში გაყიდული მანქანებიდან, 1.16 მილიონს - იაპონიიდან, 820 000-ს - ჩინეთიდან და 2.35 მილიონს სხვა რეგიონებიდან, გარდა აშშ-ის.

"ტოიოტამ" დღეს უკვე გაიწვია  2 მილიონამდე მანქანა. საერთო ჯამში, "ტაკატას" მიერ არასწორად დაპროექტებული აირბეგების გამო ავტომობილების გაწვევა მანქანის მწარმოებელ 12 კომპანიას უწევს.

ამერიკელი რეგულატორების თქმით, აიარბაგებში გამოყენებული ქიმიკატები შესაძლოა, გახსნისას აფეთქდეს.

მანქანის ნაწილების მწარმოებელი კომპანია "ტაკატა" გიგანტურ საკომპენსაციო თანხებს ხარჯავსს აირბაგების გამო, რომელმაც 16 ადამიანი ემსხვერპლა მსოფლიოს მასშტაბით.

"ტოიოტამ", "ჰონდამ", "მაზდამ" და "ფორდმა" განაცხადეს, რომ "ტაიკატას" აირბეგების გამოყენებას შეწყვეტენ.