გონიოში ევკალიპტის ხე მოჭრეს

გონიოში ევკალიპტის ხე მოჭრეს. როგორც ადგილზე მყოფმა ზვიად ალხანაიძემ განაცხადა, გონიოში მიდიოდა, რა დროსაც ნახა მოჭრილი ევკალიპტის ხე.

"ევკალიპტის დიდი ხეა მოჭრილი. როგორც გავიგე ადგილი უყიდია ვიღაცას და კიდევ რამდენიმე ხის მოჭრას გეგმავს, რადგან კერძო საკუთრებაა. შემთხვევით გავიარე და ვნახე ეს სურათი, გამაოგნებელია უზარმაზარი ჯანსაღი ხის მოჭრა", - აღნიშნა ზვიად ალხანაიძემ.

ფოტოს სოციალურ ქსელში ნატა ფერაძე ავრცელებს.