პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ თბილისში

თბილისში პირველი სრულყოფილი პრემიუმ კლასის ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ ერთი წლის შემდეგ მომხმარებლის წინაშე განახებული სახელითა და მენიუთი წარსდგა. რესტორანი, რომელიც მთლიანად ამერიკული ინტერიერითა და ტექნოლოგიებითაა მოწყობილი, სტუმრებს განსაკუთრებულად დამზადებულ კერძებს სთავაზობს.

bpnგანახლებული რესტორნის ღონისძიებაზე, რომელიც ბელიაშვილის ქ. 22-ში „ბიგ სმოუქში“ გაიმართა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ამიერკავკასიაში ერთადერთ ხორცის შესაბოლ დანადგარზე ე.წ. სმოუქერზე დამზადებული ბარბექიუ დაეგემოვნებინათ. ამ დანადგარის გამოყენება ინოვაციაა და მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ „ბიგ სმოუქში“ შეგიძლიათ ბარბექიუს - სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული შებოლილი ნეკნები გრილზე, ბოსტნეულით და სხვა უგემრიელესი კერძები მიირთვათ.

როგორც რესტორნის თანადამფუძვნებელმა ნიკოლოზ კიკნაძემ გვითხრა, რესტორნის თბილისში გახსნის იდეა ამერიკელ პარტნიორთან ერთად 2012 წელს გაჩნდა:

„ქართულ ბაზარზე ყველანაერი სახის სამზარეულოა წარმოდგენილი, მაგრამ არ იყო ნამდვილი ბარბიქიუ, არც იმის აღქმა არსებობდა, თუ რა იყო ნამდვილი ამერიკული რესტორანი. „სმოუქერის“ ნახაზები ჩვენმა პარტნიორებმა ჩამოიტანეს და თბილისში დავამზადეთ. ის ამიერკავკასიის მასშტაბით მხოლოდ ჩვენს რესტორანშია. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილი ბარბექიუ „ბიგ სმოუქში“ კეთდება!

bpnბარბექიუს მენიუს დაემატა 7 სახეობის სტეიკი, ასევე ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და მოთხოვნადი კერძები.

ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ქართულ ბაზარზე ადაპტირება მოვახერხეთ, თავიც დავიმკვიდრეთ და დღეს ჩვენს სტუმრებს საუკეთესო და მაღალი ხარისხის კერძებს ვთავაზობთ, ხოლო რაც შეეხება მომავალ გეგმებს, გაფართოვებას მომავალი წლის დასაწყისში ვგეგმავთ, სადაც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ხარისხიან Fast Food-თან ერთად მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისს შევთავაზებთ“.

კენტუკის შტატის რეცეპტებით დამზადებული საუცხოო კერძებისთვის დამახასიათებელი ინგრედიენტებიც კენტუკის შტატიდან სპეციალურად „ბიგ სმოუქისთვის“ იგზავნება.

პრემიუმ კლასის ამერიკულ რესტორანში საშუალება გაქვთ სასიამოვნო გარემოში, ცოცხალი მუსიკის ფონზე დააგემოვნოთ საუცხოო ამერიკული სამზარეულო და მიირთვათ ნამდვილი ბარბექიუ.

ეკა გადახაბაძე

(R)