ზურაბ პატარაძე - 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა უკვე მოხერხდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დილიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა. რეგიონის ხელმძღვანელი ვითარებას ადგილზე გაეცნო , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო თურქეთის ყველა საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეფერხებებია.

„აჭარის მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა უკვე მოხერხდა. 2 დღის განმავლობაში შეფერხებულია თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. რის გამოც საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.