ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გორის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ. 12,4 -კმ. 22,5) რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

„აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია. პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა 25 ნოემბერს იწურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.