ბოლო ორ კვირაში საწვავი 4-11 თეთრით გაძვირდა

საწვავის ფასი საქართველოში 15 ოქტომბრის შემდეგ კიდევ გაიზარდა. საწვავის ფასმა ამჯერად, „სოკარისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც მოიმატა. ძველი ფასი „სოკარმა“ 9-10, „ლუკოილმა“ კი 5 თეთრით გაზარდა.

ამჯერად „სოკარის“ სადგურებზე სუპერის მარკის ბენზინის ფასი 1.95 ლარიდან 2.04 ლარამდე; პრემიუმის ფასი 1.79-დან 1.89-მდე; ევრო-რეგულარის 1.64-დან 1.74 ლარამდე; რეგულარის საფასური კი 1.59-დან 1.69-მდე გაიზარდა. მოიმატა დიზელის ფასმაც. ევრო დიზელი 1.70 ღირდა და 1.80 გახდა; ხოლო დიზელის ფასი 1.52-დან 1.62 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება „ლუკოილს“, ევრო სუპერის საფასური 1.79-დან 1.84 ლარამდე; პრემიუმ ავანგარდი - 1.69 ლარიდან 1.74 -მდე გაიზარდა; ევრო რეგულარი - 1.49 ლარი ღირდა და 1.54 გახდა, ხოლო ევრო დიზელის ფასმა - 1.54-დან 1.59 ლარამდე მოიმატა.

„ვისოლის“ ბენიზნგასამართ სადგურებზე ფასები 15 ოქტომბრის შემდეგ კიდევ ერთხელ, ამჯერადაც 4-5 თეთრით გაიზარდა. 17 თეთრით გაძვირდა ეკო დიზელი და 1.85 ლარი ღირს. ცნობისთვის, 15 ოქტომბერს ეკო დიზელის ფასი 1.75 ლარიდან 1.68-მდე შემცირდა. ეკო სუპერის ფასმა - 2 ლარიდან 2.05-მდე; ეკოპრემიუმის - 1.84-დან 1.89 ლარამდე; ეკო ევრო რეგულარის საფასურმა - 1.75-დან 1.79-მდე მოიმატა; ევრო რეგულარი 1.64 ღირდა და 1.69 ლარი გახდა; დიზელ ენერჯის საფასურმა კი 1.60-დან 1.65 ლარამდე მოიმატა.

საწვავის ფასმა „გალფის“ სადგურებზეც მოიმატა. კერძოდ, G-Force პრემიუმის ფასი - 1.82-დან 1.87 ლარამდე; G-Force ევრო რეგულარის - 1.72-დან 1.77-მდე; ხოლო რეგულარის ფასი - 1.64-დან 1.69 ლარამდე გაიზარდა. 10 თეთრით გაძვირდა დიზელის ფასიც, რომელიც 15 ოქტომბერს არ შეცვლილა. კერძოდ, ევრო დიზელის ფასმა 1.75 ლარიდან 1.85 -მდე, ხოლო დიზელის ფასმა 1.59-დან 1.69 ლარამდე მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასი 2 კვირის წინაც გაიზარდა. მაშინ „სოკარისა“ და „ლუკოილის“ გარდა საწვავის ფასი თითქმის ყველა ბრენდირებულმა ბენზინგასამართმა სადგურმა 4-დან 6 თეთრამდე გააძვირა.

თაია არდოტელი