„შავი პარასკევი“ ქართულად - რა ფასდაკლებები გელით დღეს თბილისის მაღაზიებში

„შავი პარასკევი“, რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო. როგორც „თბილისი მოლისა“ და ისთ-ფოინთის“ სავაჭრო ცენტრებში ამბობენ, მომხმარებელთა აქტიურობა უკვე შეინიშნება, თუმცა, მათი რაოდენობის ზრდას საღამოს საათებში უფრო მეტად ელიან.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, „შავ პარასკევს“ მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 20-30% - იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

„ისთ ფოინთში“ სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 20-30-50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, „სუპერი“, „მანგო“, „დიო ჯი“, „კენარი“, “რონიკო“ და სხვა.

50%-მდე ფასდაკლებით შეუძლია სარგებლობა მომხმარებელს, LC Waikiki-ის „ისთ ფოინთის“ ფილიალში. თუმცა, არის 80 და 90%-იანი ფასდაკლებებიც. მაგალითად, 40%-90% ფასდაკლებაა Gloria Jeans & Gee Jay Tbilisi-ში; ხოლო 80%-მდე ფასდაკლებაა კარფურის“ ფილიალში ტექნიკაზე.

„თბილისი-მოლის“ სავაჭრო ცენტრის ცნობით, , ფასდაკლებები არ არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა „ბერშკა“, „ზარა“, „მასიმო დუტი“, „სტრადივარიუსი“, Oysho და Pull&Bear.

თუმცა, სხვა ქვეყნებში ამ ბრენდებსაც აქვთ ფასდაკლება გამოცხადებული. მაგალითად, როგორც „ბერშკას“ ოფიციალურ გვერდზეა ღნიშნული, ფეხსაცმელების შეძენა შავ პარასკევს 30%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ტანსაცმლის შერჩეული მოდელების ყიდვა 50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. „ზარა“-ს მაღაზიებში ამერიკაში 30%-იანი, ბრიტანეთში კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ასევე ფასდაკლებებია Pull&Bear-ში, რომლის სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებშიც უმეტესად 20%-იანი ფასდაკლებებია.

ასევე გარკვეული შეზღუდვა აქვს ფასდაკლებებზე შემდეგ მაღაზიებს : Giordano, Nike და Puma, სადაც „შავ პარასკევს“ მხოლოდ Mastercard-ის ბარათის მფლობელებს შეუძლიათ 30%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა.

TBILISI MALL-ში მაღაზიათა უმეტესობას, მათ შორის „ალდოს“, „ავთანდილს“, „დიო ჯისა“ და „მანგოს“ ასევე 20-30-50 %-იანი ფასდაკლება აქვთ.

Lee& Wrangler და Levi’s „თბილისი მოლის“ ფილიალებში მოქალაქეებს ახალი კოლექციის შერჩეულ ნივთებზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. LC Waikiki-სა და New Yorker-ში კი შერჩეულ ნივთებზე 50%-იანი ფასდაკლებაა დაწესებული.

ყველაზე მაღალი ფასდაკლება, რომლითაც მომხმარებელი „თბილისი მოლში“ შავ პარასკევს ისარგებლებს, 70% და 80%-იანი ფასდაკლებაა. მაგალითად, Melissa სტავაზობს ადამიანებს 80%-მდე ფასდაკლებას; Men's shop -ი 30% - 50% - 70% -იან ფასდაკლებებს; ხოლო Lapin House-ს 50-70%-იანი ფასდაკლება აქვს ძველ კოლექციაზე, ხოლო ახალზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს პეკინზე მდებარე ბრენდულ მაღაზიებშიც, სადაც უმეტესად 10-20%იანი ფასდაკლებაა. კერძოდ, “Jeans wragler Lee”-ს პეკინის ფილიალში ზედებზე - 10%-იანი ფასდაკლება; ხოლო შარვლებზე - 20%-იანი ფასდაკლებაა. ”ელსივაიკიკიში” „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით სპეციალური მაგიდა დგას, რომელზეც არსებული ტანსაცმელის შეძენაც 50%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. ”ისი პარს” ზოგიერთ პროდუქტზე აქვს 20-დან 25%-მდე ფასდაკლება.

„შავ პარასკევს“ მაღაზიები სხვადასხვა სახის აქციებსაც სთავაზობენ მომხმარებელს. მაგალითად, „კოტონში“ 2 ნივთის შეძენის შემთხვევაში, მესამეს უფასოდ მიიღებთ. SERGANT MAJOR-ში 2 ნივთის ყიდვისას 20%-იანი, 3 ნივთის შეძენისას 30%-იანი; ხოლო 4 ნივთის ყიდვის შემთხვევაში 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ფასდაკლებები მოქმედებს ტექნიკის მარაზიებშიც. კერძოდ, ”აიტექნიკში” დღის ბოლომდე 25% ფასდაკლება მოქმედებს; Iphone+ - ში აქსესუარებსა და ტექნიკის რამდენიმე მოდელს 100-დან 200 ლარამდე ფასდაკლებით შეიძენთ; ”ალტა ოქეიში” მობილურ ტელეფონებზე 300 ლარამდე ფასდაკლებაა;  AplleCity-ში მობილური ტელეფონის რამდენიმე მოდელზე 25%-იანი ფასდაკლება, აქსესუარებზე კი 50% - მდე ფასდაკლებაა გამოცხადებული.

„შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორეა დღე აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.