"თიბისი ბანკმა" ფოტოკონკურსი "დაუვიწყარი წამი" დაიწყო

მათ, ვისაც ფოტოების გადაღება უყვარს, "თიბისი ბანკი" ფოტოკონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსი გამარჯვების მსურველებს CANON 650D-ის მოგების შანსს აძლევს.

კონკურსში "დაუვიწყარი წამი" მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნა ისეთი ფოტოს გადაღებაა, რომელზეც კონკურსის მონაწილისთვის დაუვიწყარი წამია აღბეჭდილი. მსურველებმა გადაღებული და A4 ფორმატში დაბეჭდილი ფოტო 29 აპრილის ჩათვლით "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინონ. პირობების თანახმად, კონკურსში photoshop-ით დამუშავებული ფოტოები არ მიიღება. გამარჯვებულ ფოტოს ჟიური 1 მაისს, "ქოლგა თბილისი ფოტოს" გახსნის ცერემონიალზე გამოავლენს.

ფოტოები ”თიბისი ბანკის” სათავო ოფისში გამოიფინება.