ამერიკა რუსეთისთვის ახალ სანქციებს შემოიღებს

აშშ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევასთან და ყირიმში არალეგიტიმურ შეჭრასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა, ჯეიკობ ლიუმ განაცხადა.

უკრაინის ფინანსთა მინისტრ, ალექსანდრ შლაპაკთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად მზად არის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს.

შეხვედრაზე, ამერიკის მიერ უკრაინისთვის მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი. აღნიშნული საფინანსო გარანტიებით უკრაინაში მთელი რიგი პროგრამები და რეფორმები დაფინანსდება.