"საქართველოს ბანკი" დივიდენდების გაცემას იწყებს

"საქართველოს ბანკი" 2013 წლის მოგებიდან დივიდენდების განაწილებას იწყებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ბანკის მფლობელმა Bank of Georgia Holdings Plc-მა მიიღო.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადების თანახმად, დივიდენდის თანხა თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე 2 ლარით განისაზღვრა.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად 2014 წლის 12 მაისი დასახელდა.