დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვმა შესაძლოა, 500 ათასის ნაცვლად 600 ათასი შეადგინოს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 394 ათასს შეადგენს, ხოლო დაბრუნებული თანხა 35 მილიონ ლარზე მეტია.

ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მოისწრაფიშილის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე rs.ge, შეიქმნა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით "დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა".

როგორც ხატია მოისწრაფიშვილი განმარტავს, აპლიკაციის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლოესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ოდენობის შესახებ.