იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2523 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2523 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.

ამის შესახებ "სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მიერ გავრცელებულ, საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარ მაჩვენებელშია ნათქვამი.

"საქსტატის" ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 696 მილიონი აშშ დოლარი იყო (23%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა 1827 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (16%-ით მეტი). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2014 წლის იანვარ-მარტში 1131 მლნ აშშ დოლარი იყო და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 24 აპრილს გამოქვეყნდება.