ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 366 ლარია

2014 წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 155,4 ლარით განისაზღვრა.

"საქსტატის" მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7 ლარით არის გაზრდილი, 2014 წლის თებერვალთან შედარებით კი, თითქმის უცვლელია.

მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 137,6 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ კი - 260,7 ლარი.

ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში 366,1 ლარით განისაზღვრა.

იხილეთ მასალის ინგლისური ვერსია Cost of living for 6-member families in Georgia is 366 GEL