სააღდგომოდ ”საქართველოს ბანკი” სამი დღე დაისვენებს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 18, 20 და 21 აპრილი "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.

შაბათს, 19 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 18 აპრილი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის, თანხის შეტანა შეუძლია 17 აპრილის ჩათვლით.

22 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.