თბილისის მერია სასაფლაოებამდე მისასვლელად მოქალაქეებისთვის უფასო ტრანსპორტს გამოყოფს

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში არსებული შვიდი სასაფლაოს მიმართულებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, 08:00 -დან 19:00 საათამდე, რვა სპეციალური მარშრუტი დაინიშნება.

სულ აღნიშნულ მარშრუტებზე თბილისელებს 82 ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ავტობუსები დილის 08:00 საათიდან 19:00 საათამდე შემდეგი მიმართულებით გავლენ:

მ/ს "დიდუბიდან" (ზედა) მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებისკენ. "სადგურის მოედნიდან" და მ/ს "მარჯანიშვილიდან" კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ.

მ/ს "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; მ/ს "მარჯანიშვილიდან" "თბილისის ზღვის" მიმართულებით; ჭიჭინაძის ქუჩა, #26 კორპუსიდან "ველი"-ს მიმართულებით. ასევე, მე-3 მასივის, შუამთის ქუჩა, მე-10 კვარტლიდან და მ/ს ვარკეთილიდან ვარკეთილის სასაფლაოსკენ.

აღდგომის ღამეს გახანგრძლივდება მეტროპოლიტენის მუშაობა და 23:00 საათიდან ღამის 04:00 საათამდე მგზავრების გადაყვანა უფასოდ განხორციელდება.