7 მცდარი მოსაზრება ფულის შესახებ

მკვლევარებმა ფულის შესახებ გავრცელებული 7 მცდარი მოსაზრების სია შეადგინეს, რომელიც ადამიანს რეალური შემოსავლის მიღებაში ხელს უშლის.

ყველა შევხვედრივართ ისეთ ადამიანს, რომელიც ჭკვიანიც არის და შრომისმოყვარეც, მაგრამ არცთუ იშვიათად მათ დიდ ნაწილს არ გააჩნია იმდენი შემოსავალი, რამდენსაც ისინი ისურვებდნენ.

წარმოგიდგენთ მითებს, რომლებიც ფულის შესახებ საზოგადოებაში არსებობს:

1. ფულის შოვნა მხოლოდ მძიმე შრომის შედეგად შეიძლება - ადამიანები, რომლებიც ამგვარად ფიქრობენ, ჯოჯოხეთური შრომისთვის მხოლოდ გროშებს მიიღებენ. ასეთი პირობის დაყენებით ადამიანი საკუთარ თავს ბლოკავს, რომ იშოვოს ბევრი ფული მარტივი გზით.

2. ფული მეორეხარისხოვანია - დიახ ფული ნამდვილად არ არის ყველაფერი, მაგრამ მისი საშუალებით ადამიანს ბევრი სურვილის ასრულება შეუძლია...

3. ფული ადამიანზე ცუდ გავლენას ახდენს - მილიარდერების უმეტესობა თვითკმარი და ჭკვიანი ადამინები არიან.

4. ბევრ ფულს პატიოსანი შრომით ვერ იშოვნი.

5. სიმდიდრე სირცხვილია, როცა გარშემო ამდენი გაჭირვებულია - კარგი ფინანსური მდგომარეობის შემთხვევაში ხომ უფრო მეტია შესაძლებლობა, რომ კეთილი საქმეებიც აკეთოთ?

6 ფული უნდა გადავინახოთ ”შავი დღისთვის”- არადა უკეთესი იქნება, თუკი ფულს რამეში ჩადებთ რათა ამ ინვესტიციით მეტი შემოსავალი მიიღოთ.

7 ღარიბი დავიბადე და ღარიბი მოვკვდები - ეს მოსაზრება მშვენიერი საბაბია იმისთვის, რომ საკუთარი თავი გებრალებოდეთ და თქვენი სიზარმაცე გაამართლოთ. სხვათაშორის, ბევრი ცნობილი მილიარდერი ღარიბ ოჯახშია დაბადებული.

ასე, რომ იფიქრეთ და მიაგენით იდეას, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.