აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 30 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 343-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  51 მილიონი ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური 6.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.895 პროცენტით განისაზღვრა.