ყველაზე ძვირადღირებული კურორტები მსოფლიოში

”აქ ჩასული სტუმრები ფეხსაცმელს აბარებენ და კურორტზე ყოფნის პერიოდში ფეხშიშველი დადიან”

North Island - სეიშელის კუნძულები

მას შემდეგ რა პრინცმა უილიამმა და მისმა რჩეულმა, ქეით მიდლტონმა თაფლობის თვე ამ კუნძულზე გაატარეს, კურორტზე ფასებმა ისე აიწია, რომ ახლა ეს ადგილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კურორტია კერძო დასვენებისთვის. ნამდვილი სამოთხე, 11 თანამედროვე ვილა, თეთრი ქვიშა, საკვები და მსოფლიოში საუკეთესო შეფ-მზარეულები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა...

bpn Huvafen Fushi - მალდივი

ჯორჯ კლუნისა და სხვა არანაკლებ ცნობილი მილიარდერების საყვარელი ადგილი. 44 ბუნგალო, მსოფლიოში ერთადერთი წყალქვეშა სპა და სტუმრების ნებისმიერი ახირების დაკმაყოფილება. კუნძულს გარს აკრავს რიფების ჯაჭვი...

The Burj Al Arab - დუბაი არაბეთის საემიროები

ზღვის დონიდან 321 მ. სიმაღლის აფრა-სასტუმრო. მდიდრული ინტერიერი, საკუთარი მოსამსახურე, საკუთარი ”როლს როისი” თავისი მძღოლით, კერძო პლაჟი და სურვილის შემთხვევაში, ანონიმურობის სრული დაცვა იმ სტუმრებისთვის, ვისაც შეუმჩნევლად დასვენება სურს.

Cap Juluca, Maundays Bay - ინგლისი, კარიბის აუზი

179 აკრის დაცული მიწა პლუს 3 კმ კერძო პლაჟი თეთრი ქვიშით. ეს ჰოლივუდელების საყვარელი ადგილია, რადგან მათ ანონიმურობა გარანტირებული აქვთ. კურორტი სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ უცხოებმა სტუმრებისთვის ფოტოს გადაღება ვერ შეძლონ, დამსვენებლები კი ერთმანეთს არ გასცემენ.

Little Palm Island, Little Torch - ფლორიდა, აშშ

კურორტზე ერთდროულად დასვენება მხოლოდ 30 ადამიანს შეუძლია. ისინი, როგორც წესი ერთმანეთის მეგობრები და ნაცნობები არიან ხოლმე. მიღებულია, რომ კუნძული მთლიანად დაიჯავშნოს.

Medjumbe- მოზამბიკი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული კურორტი, რომელსაც თავისი წესები აქვს. პირველ ყოვლისა, აქ აკრძალულია ფეხსაცმლის ტარება - აქ ჩასული სტუმრები ფეხსაცმელს აბარებენ და კურორტზე ყოფნის პერიოდში ფეხშიშველი დადიან. მეორე შეზღუდვა ტელეფონს ეხება - სტუმრებს არ შეუძლიათ ტელეფონის გამოყენება, კუნძულზე არც ინტერნეტია. მოკლედ, თქვენივე ფულით გაიძულებენ, მოწყდეთ იმ სამყაროს, რომლის წყალობითაც იშოვეთ იმდენი ფული, რომ ამ კურორტზე დაგესვენათ.

Palmilla, San Jose Del Cabo - მექსიკა

ეს მილიარდერების საყვარელი ადგილია. მათ აქ სრულ ანონიმურობას ჰპირდებიან. საინტერესოა, რომ სასტუმროს თანამშრომლები ხელს აწერენ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომლითაც თანხმდებიან, რომ არ გაამჟღავნებენ მათი სტუმრების ვინაობას. საკვირველია, მაგრამ კურორტის მფლობელები ძალიან ამაყობენ იმით, რომ სასტუმროს არსებობის მანძილზე არ მომხდარა შემთხვევა, რომ დამსვენებლების ანონიმურობა დარღვეულიყოს. კურორტის არცერთი სტუმრის სახელი და გვარი ყვითელ პრესაში არ მოხვდერილა.

Mirage Palace - დუბაი, გაერთიანებული საემიროები

სასტუმრო არაბული ზღაპრების სასახლეს ჰგავს. ამასთან, ნომრები აღჭურვილია ”ჭკვიანი სახლის” პრინციპით და მთელი ტექნიკა ხმოვან ბრძანებებზე რეაგირებს. ეს მდიდარი გოლფის მოყვარულებისთვის საყვარელი ადგილია. სასტუმროს რამდენიმე კერძო მინდორი აქვს, სურვილის შემთხვევაში, მათი დაქირავებაც შეიძლება.

Cotton House - კუნძული მიუსტიკი

კურორტი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც 70-იანი წლებიდან ეს ადგილი ინგლისის სამეფო ოჯახმა შეიყვარა. ყველა მილიარდერი ერთგვარ ”მოვალეობად” მიიჩნევდა, დაესვენა ამ კუნძულზე - კუნძულზე სადაც მეფეები ისვენებდნენ.

მიკ ჯაგერსა და დევიდ ბოუვის ეს კურორტი უყვართ და ამის შესახებ ყველას უყვებიან. კუნძულზე 17 აუზი და 9 პლაჟია, რომელთაგან 6 კერძოა და მიმაგრებულია კონკრეტულ ნომრებზე. პლაჟებზე მცენარეები ისეა დარგული, რომ იქ პაპარაცები ვერაფერს გახდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა