მსოფლიო ფეხბურთის 20 ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი

ვინ წარმოიდგენდა 120 წლის წინ, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ფეხბურთელებით ვაჭრობა

როგორც სპორტული გაზეთი ”ლელო” წერს, როდესაც 1893 წელს, შოტლანდიელი ვილი გრუვსი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან" "ასტონ ვილაში" გადავიდა, საფეხბურთო ბრიტანეთი შოკში ჩავარდა - ბირმინგემელებმა გრუვსის სანაცვლოდ 100 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. აბა, ვინ წარმოიდგენდა 120 წლის წინ, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ფეხბურთელებით ვაჭრობა.

დღეს მსოფლიო ფეხბურთის სატრანსფერო რეკორდი უელსელ გარეთ ბეილს ეკუთვნის, რომელიც შარშან "ტოტენჰემიდან" მადრიდის "რეალში" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

რატომ გავიხსენეთ გრუვსი და ბეილი? იმიტომ, რომ ამ დღეებში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სიდიდით მე-3 და მე-4 ტრანსფერები განხორციელდა...

ჯერ ფიფას მიერ შერისხული ლუის სუარესი გადავიდა "ლივერპულიდან" "ბარსელონაში", შემდეგ კი "ოქროს ბუცის" მფლობელი ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი აღმოჩნდა "მონაკოდან" "სამეფო კლუბში".

ჩვენ წარმოგიდგენთ მსოფლიო ფეხბურთის 20 ყველაზე ძვირფას ტრანსფერს. აქვე ვიტყვით, რომ სატრანსფერო თანხებს კლუბები ოფიციალურად იშვიათად ასახელებენ.

საბოლოოდ, ეს ინფორმაცია მედიისთვის დაფარული მაინც არ რჩება, თუმცა მაინც შეიძლება დავუშვათ, რომ სატრანსფერო თანხები ზოგჯერ მთლად ზუსტი არ არის.

* * *

20-ეულში 2-2-ჯერ მხოლოდ კოლუმბიელები, რადამელ ფალკაო და ხამეს როდრიგესი მოხვდნენ. ფალკაო 2011 წელს 47 მილიონ ევროდ "პორტუდან" "ატლეტიკოში" გადავიდა (მე-19 ადგილი), ხოლო ორ წელიწადში ის 58 მილიონად "მონაკოში" (მე-11 ადგილი) აღმოჩნდა.

როდრიგესი "პორტუმ" პირდაპირ "მონაკოს" მიჰყიდა 45 მილიონად (მე-20 ადგილი), ერთი სეზონის შემდეგ კი კოლუმბიელი "რეალში" 79,5 მილიონ ევროდ აღმოჩნდა (მე-4 ადგილი).

* * *

ათეულში "პარი სენ-ჟერმენის" ორი ტრანსფერის გარდა, ყველა ესპანური გრანდების განხორციელებული ტრანსფერებია.

* * *

ოცეულში ორი ტრანსფერია 2000 წლის - ლუიშ ფიგუმ "ბარსა" "რეალზე" გაცვალა, ხოლო ერნან კრესპომ "პარმა" - "ლაციოზე".

* * *

ოცეულში ვერ მოხვდნენ ინგლისელი ან იტალიელი ფეხბურთელები. ყველაზე მეტი ბრაზილიელი და პორტუგალიელია - 3-3, თუმცა ყველაზე მეტი მოხვედრა კოლუმბიელთა ანგარიშზეა - ორი კაცი ორ-ორჯერ მოხვდა.

ყველა დროის ტოპ-20 ტრანსფერი

ფეხბურთელი, საიდან სად, თარიღი, თანხა

1. გარეთ ბეილი ტოტენჰემი რეალი 2013 100 მლნ ევრო.

2. კრიშტიანო რონალდო იუნაიტედი რეალი 2009 96

3. ლუის სუარესი ლივერპული ბარსელონა 2014 94,5

4. ჯეიმს როდრიგესი მონაკო რეალი 2014 79,5

5. ზინედინ ზიდანი იუვენტუსი რეალი 2001 75

6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ინტერი ბარსელონა 2009 69

7. კაკა მილანი რეალი 2009 65

8. ედინსონ კავანი ნაპოლი პსჟ 2013 64

9. დავიდ ლუისი ჩელსი პსჟ 2014 62,6

10. ლუიშ ფიგუ ბარსელონა რეალი 2000 62

11. რადამელ ფალკაო ატლეტიკო მონაკო 2013 60

12. ფერნანდო ტორესი ლივერპული ჩელსი 2011 58

13. ნეიმარი სანტოსი ბარსელონა 2013 57

14. ერნან კრესპო პარმა ლაციო 2000 56,5

15. კარლოს ტევესი იუნაიტედი სიტი 2009 53

16. მესუთ იოზილი რეალი არსენალი 2013 50

17. რუი კოშტა ფიორენტინა მილანი 2001 49,7

18. გაისკა მენდიეტა ვალენსია ლაციო 2001 48

19. რადამელ ფალკაო პორტუ ატლეტიკო 2011 47

20. ჯეიმს როდრიგესი პორტუ მონაკო 2013 45

2014 წლის ტოპ-6 ტრანსფერი

ფეხბურთელი, საიდან სად, თარიღი, თანხა

1. ლუის სუარესი ლივერპული ბარსელონა 2014 94,5

2. ჯეიმს როდრიგესი მონაკო რეალი 2014 79,5

3. დავიდ ლუისი ჩელსი პსჟ 2014 62,6

4. ხუან მატა ჩელსი იუნაიტედი 2014 44,8

5. ალექსის სანჩესი ბარსელონა არსენალი 2014 44

6. დიეგო კოშტა ატლეტიკო ჩელსი 2014 40

წყარო: გაზეთი ”ლელო”