შპს "აის პროდუქტის" დირექტორი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, შპს "აის პროდუქტის" დირექტორი გიორგი გიგაური დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი გიგაურმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, თითქოსდა მათ მოქალაქეს მიაწოდეს 100 000 ლარის ღირებულების გაყინული ხორცის პრუდუქტი, რაშიც სანაცვლოდ აიღო 23 000 ლარი.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210- ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით", - აცხადებენ უწყებაში.