დასაქმების შანსი სტუდენტებისთვის

სტუდენტები ანაზღაურების სახით 400-500 ლარს აიღებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

პროგრამაში სულ 1680 სტუდენტი ჩაერთვება. პროექტში სტუდენტები ერთვებიან შემდეგი პრინციპით: უნივერსიტეტის ფაკულტეტებმა აიღეს ვალდებულება, რომ თითოეული ფაკულტეტიდან გაეწიათ მაღალი მოსწრების და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებისთვის რეკომენდაცია. თითოეულ რეკომენდირებულ სტუდენტს აქვს ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია.

დასაქმება 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით მოხდება, ხოლო მოსამზადებელი ტრენინგები 23 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. სტუდენტები ანაზღაურების სახით 400-500 ლარს აიღებენ.

იხილეთ სიუჟეტი: დასაქმების შანსი სტუდენტებისთვის! - ორკვირიანი სამუშაო 400-500-ლარიანი ანაზღაურებით