არგენტინამ დეფოლტი გამოაცხადა

BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ არგენტინამ დეფოლტი გამოაცხადა, ქვეყანას საკუთარი ვალების გასტუმრების უნარი არ შესწევს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო 13 წლის განმავლობაში, როცა სამხრეთ ამერიკული სახელმწიფო დეფოლტის შესახებ აცხადებს. ამჟამინდელი ვალი – 1,3 მილიარდი დოლარი სწორედ პირველი დეფოლტის (2001 წელი) შემდეგ წარმოიქმნა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლანდელი შედეგები ისეთივე უარყოფითი არ იქნება, როგორც 2001 წელს, როცა არგენტინის ხელისუფლებას მოუწია მოქალაქეების ანგარიშების გაყინვა, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.