მუჰამედ ალის ხელთათმანები აუქციონზე 400 ათას დოლარად გაიყიდა

ფრეიზიერთან შეხვედრაში ალი დამარცხდა - ეს მისი პირველი მარცხი იყო კარიერაში. აუქციონზე სწორედ აღნიშნული ხელთათმანები გაიყიდა.

ხელთათმანები, რომელშიც მოკრივე მუჰამედ ალიმ ე.წ. ”ასწლეულის ბრძოლა” ჩაატარა, აუქციონზე ანონიმმა მყიდველმა 400 000 დოლარად იყიდა.

ორთაბრძოლა 1971 წელს შედგა, მაშინ ალი ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ გამოდიოდა. ეს ალისთვის მეორე ორთაბრძოლა იყო სპორტული ლიცენზიის დაბრუნების შემდეგ.

ლეგენდარულ მოკრივეს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება 1967 წელს ჩამოერთვა, რადგან მან ამერიკის არმიაში შესვლაზე უარი თქვა და არ მიიღო მონაწილეობა ვიეტნამის ომში.

ფრეიზერთან შეხვედრაში ალი დამარცხდა - ეს მისი პირველი მარცხი იყო კარიერაში. აუქციონზე სწორედ აღნიშნული ხელთათმანები გაიყიდა.