საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ბაზაზე ლარით დენომინირებულ ობლიგაციებს გამოუშვებს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ბაზაზე ლარით დენომინირებულ ობლიგაციებს გამოუშვებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარადგინა.

"საუბარია იმაზე, რომ საქართველოს შიდა საფონდო ბაზაზე გამოჩნდება ე. წ. AAA რეიტინგის მქონე კომპანიის ობლიგაციები, ეს არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ე.წ. IPC, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ემისიას განახორციელებს. ამავე დროს ეს თანხები დარჩება საქართველოში და ინვესტირებული იქნება. თქვენ იცით, რომ IPC აქტიურად თანამშრომლობს ენერგეტიკის სფეროში საქართველოსთან, ასევე ინფრასტრუქტურის სფეროში, ეკონომიკის სამინისტროსთან და ვფიქრობ, რომ ამით სერიოზული ბიძგი მიეცემა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.