მებაჟეებმა "ვალესა" და "გუგუთის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

მებაჟეებმა "ვალესა" და "გუგუთის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთიდან საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალე" ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე მ.ა. შემოვიდა, რომელსაც დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის "CODACET" – 29 აბი აღმოაჩნდა.

ამავე დღეს, სგპ "გუგუთის" ტერიტორიაზე სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის ა.ო-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღი "P.S.M" ერთი მჭიდითა და 6 ვაზნით აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისად, შსს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გადაეცათ.