ფინანსთა სამინისტრო თბილისის გამგეობების ბიუჯეტებში არსებულ პრობლემებს შეისწავლის

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მზად არის დედაქალაქის გამგეობების ბიუჯეტებში არსებული პრობლემების შესწავლაში ჩაერთოს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს საკრებულოს თავჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, დედაქალაქის გამგეობების ბიუჯეტებში არის სერიოზული გარღვევები, რის გამოც შესაძლოა, რიგი პროექტი ვერ განხორციელდეს.

”თბილისის ბიუჯეტი დამოუკიდებელია. მას ამტკიცებს თბილისის საკრებულო და განკარგავს დედაქალაქის მერია. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პრობლემის შესწავლაში და ვეძებოთ გამოსავალი",''- განაცხადა ნოდარ ხადურმა.