ხინკალი 2 ლარი, წყალი 4 ლარი... - "კაზანტიპის" გასამმაგებული ფასები

ფესტივალი არც უცხოელი ტურისტების სიმცირეს უჩივის და არც ადგილობრივი სტუმრების

გუშინ, 20 აგვისტოს, 21:00 საათზე ანაკლიაში "კაზანტიპის" ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. "რესპუბლიკა კაზანტიპში" ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. გუშინ დილიდანვე ვიზის ასაღებად რიგები არ წყდებოდა რესპუბლიკის შესასვლელთან, ასე რომ, ფესტივალი არც უცხოელი ტურისტების სიმცირეს უჩივის და არც ადგილობრივი სტუმრების.

ambebi.ge რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული პროდუქტების ფასებით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, "რესპუბლიკა კაზანტიპის" ტერიტორიაზე ერთი ცალი ხინკალი 2 ლარი ღირს. ქართული ტრადიციული სამზარეულოს დუქანში ქართული შოთის პური 3 ლარი ღირს. გარდა ამისა, "კაზანტიპის" ტერიტორიაზე სხვა ბარები უკვე ფუნქციონირებს, სადაც ნახევარლიტრიანი წყალი 4 ლარი ღირს, ლუდი - 5 ლარი, ნახევარლიტრიანი კოკა-კოლა - 5 ლარი, ენერგერიკული სასმელი - 6 ლარი, სხვადასხვა სახის კოქტეილები კი - 20 ლარი.

"რესპუბლიკა კაზანტიპის" ტერიტორიის კარი სტუმრებისთვის 21:00 საათზე გაიღო. ფესტივალი 10 დღეს გაგრძელდება.

იხილეთ სიუჟეტი